მთავარი » Uncategorized » ბანალურად რომ ვთქვა “ჩვენ ვიწყებთ”

ბანალურად რომ ვთქვა “ჩვენ ვიწყებთ”

სახლი. შენი პატარა და მყუდრო ოთახი.  დიდი ლოგინის ერთ პატარა კუთხეში მოწყობილი: თათარივით ფემორთხმული, კალთაში ნოუთით, მარცხენა მუხლთან თეფშით (რომელზეც სახელდახელოდ გაკეთებული სენდვიჩი გეგულება) და მარჯვენა მხარეს მოზრდილი, სასმელით ნახევრად სავსე ჭიქით (“მუღამისთვის” რა თქმა უნდა), ამ ყველაფერს დამატებული წყნარი მუსიკა… ზიხარ და უბრალოდ “იწყებ”.

წარმოიდგინეთ?… მაშინ, თქვენ ამ წუთას დამინახეთ მე. თქვენც ჩემსავით მოკალათდით და თქვენც ჩემთან ერთად იწყებთ. მაგრამ რას?!… არც მე ვიცი ヅ

წინა პოსტში ვახსენე რომ ჩემი მომავალი პოსტების ფორმატი ძირითადად ჩანახატის სტილში იქნებამეთქი. ახლაც მინდოდა პირდაპირ შემოქმედებით ნაწერებზე გადავსულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, ასე რომ ვთქვათ, “არ მეჯახებინა” და როგორც ბლოგს შეესაბამება, ამ პოსტით ერთგვარი შესავალი გამეკეთებინა ჩემი შემდგომი ნაბიჯებისთვის. სიტყვა “დაწყებაც” ალბათ სწორედ ამას მიესადაგება. ანუ ამჯერად, მართლა ვიწყებ ბლოგის მიხედვას, მისი სახის მიცემას და ასე შემდეგ.

მოკლედ გაგაცნობთ ჩემს მომავალ გეგმებს: 1) ახლა მოვყვები და ნელ–ნელა ავტვირთავ ჩემს ძველ ჩანახატებს 2) შემდეგი პოსტები მთლიანად დაეთმობა ჩემს “გულისნადებს” 3) არ ვაპირებ ვიყო მეამბოხე და დღევანდელი ქართული ბლოგების მსგავსად ვინმე(ებ)ის ან რამე(ებ)ის კრიტიკას მოვყვე, უბრალოდ ვიქნები ჩემი ფიქრების შემოქმედი. 4) და მთავარი… არაპროგნოზირებადი ვიქნები და რაც აქ ვთქვი იმათაც დავარღვევხოლმე ^_^

რა იყო ახლა ამ სტატუსის დაწერის მიზანი? ის რომ აწი აღარ მინდა მოგმართოთ ოფიციალურად. ეს გვერდი პირადია და მინდა ჩემს თავში, ჩემს სამყაროში ჩავიკეტო, თქვენ კი საშუალებას გაძლევთ შემოიჭყიტოთ. ბევრჯერ დავიწყე ამ სტატუსის მზადება, რომ როგორმე მომება თავი “დაწყებას”, ხან რბილი ვიყავი, ხან ძალიან ცივი, მოკლედ გადავიწვი და პირდაპირ შეტევაზე გადმოვედი 🙂

მაშასადამე.. მე ვიწყებ ^_^

Advertisements

One thought on “ბანალურად რომ ვთქვა “ჩვენ ვიწყებთ”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s