მე

   1340256645_podborka_2_50

     მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მეგობარნო და უცნობნო, მადლობას მოგახსენებთ რომ ყურადღების ღირსად ჩამთვალეთ. მშვენივრად ვიცი, გამოჩნდა ახალი ბლოგი და თქვენც, მისგან სიახლეს, მეტ ორიგინალობასა და ინფორმატიულობას მოითხოვთ.  არ ვიცი, რამდენად დავაკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს, მაგრამ ვეცდები მოსაწყენი არ გავხდე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პირადი, გასართობი ბლოგია და მასში დიდი იდეების ძებნას ნუ დაიწყებთ.

    ბევრი ვიფიქრე, პირველი პოსტი რა დამეწერა. ისევ საკუთარ თავზე შევჩერდი, რადგან ამ ბლოგიდან ხომ ჩემი აზრები უნდა მოგახვიოთ თავს და თქვენც, სასურველია იცოდეთ ვინ ვარ…1338115743_podborka_01

   “ვინ ვარ მე?!” ეს ცუდი კითხვაა, რადგან კაცობრიობა დღემდე ცდილობს ამოხსნას რამდენიმე კითხვა  და მათ შორის, ერთ–ერთი სწორედ ესაა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის აუცილებლობას ვხედავ.  მოკლედ, ვარ ერთი ამბიციური, არათავმდაბალი, თავდაჯერებული და უამრავი ნაკლით დახუნძლული ადამიანი. ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი ქაოსია, მაგრამ, მიუხედავად ამისა (და ზოგიერთებისგან განსხვავებით) არასდროს არ ვმალავ მას. მიყვარს წარსულში ქექვა (და არა მარტო ჩემს წარსულში), ასევე ადამიანთა მართვა და ამავდროულად მათი დახმარება. ფანტაზიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, მას ბევრი ტკივილიც მოუტანია ჩემთვის და ბევრი სიამოვნებაც, მაგრამ მაინც ჩემი განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობ ილუზიებით. ამ ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანიც ვარ. არ დავმალავ, ამ ბლოგში მინდა ჩემი ჩანახატები თუ ლექსები “გამოვამზეურო” (სხვათაშორის, სწორედ ამ მიზეზით გადამაწყვეტინეს მეგობრებმა საკუთარი გვერდის შექმნა). ჰო, რაც მთავარია, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მძიმე ფსიქიკის ვარ(მერყევი, გაუწონასწორებული, “გაორებული”, ნერვოზიანი და ასე შემდეგ), და რაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვიშლები. ალბათ სწორედ ამიტომაც მაინტერესებს ძალიან ფსიქოლოგია. არის ორი თემა, რაზეც ან საერთოდ არ ვსაუბრობ, ან ძალიან ბევრს. ესენია: “პოლიტიკა” და “რელიგია”. ძირითადად აპოლიტიკური ვარ. არის გამორჩეული თემებიც, რომლებზედაც მიყვარს საუბარი: “სიკვდილი” და “სექსი” . მიყვარს ლიტერატურა, ხელოვნება (თითქმის ყველა სახის). თვითონ ვსწავლობ ტელე–კინო ხელოვნებაზე, კერძოდ, კინორეჟისურა მაინტერესებს. მოკლედ, მეტი რაღა დავამატო, ჩემი ხასიათს თვითონაც შეიცნობთ მომდევნო პოსტებში. (ან დაწვრილებით სხვა დროსაც ვისაუბრო, არაა გამორიცხული).

დავუბრუნდეთ ბლოგს. მას შევურჩიე მწვანე, მშვიდი ფერი თემად. მესმის, ჩემი ქაოტური ცხოვრების დახასიათების შემდეგ, რთულია მასთან კონტრასტის დაჭერა, მაგრამ ახლავე ავხსნი. სიმწვანე და სიმშვიდე მართლაც მხიბლავს, აქაც ვეცდები მუდამ მშვიდი და სასიამოვნო განწყობით ვწერო და თქვენც იგივე შეგიქმნათ. თუმცა, აქვე დავამატებ, ალბათ ბლოგის თემაც ჩემს ხასიათთან ერთად შეიცვლებახოლმე. რაც შეეხება სახელს. “ბალუ”, ამ ზედმეტსახელს უკვე თორმეტი წელია ვატარებ და ვფიქრობ დამსახურებულადაც. ვერ ვიტყვი რომ მულტ–ფილმის პერსონაჟივით კეთილი ვარ, მაგრამ ფიზიკურად აშკარად ვგავარ. ეს, ჩემი პირველი პოსტია, და ცოტა არ იყოს, მიჭირს წერა. ამიტომ ნელ–ნელა დავასრულებ. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით ყურადღებისთვის, ბოდიშს მოგიხდით თუ სადმე, რამე შეცდომას დავუშვებ/დავუშვი, იქნება ეს გრამატიკული, თუ ფაქტობრივი. ვერ ვიტყვი რომ კრიტიკის მოყვარული ვარ, მაგრამ სიამოვნებით მივიღებ ობიექტური ადამიანებისგან და ვეცდები გავითვალისწინო თითოეული შეცდომა. მოკლედ, წარმატებები მე, ამ ბლოგს და გილოცავთ, კიდევ ერთი ახალი ბლოგერი გამოვიჩეკე.    პატივისცემით, ბალუ.

1340018114_0-2

AF576~Blue-in-the-Eyes-Posters

baloo

Advertisements

2 thoughts on “მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s